პროექტის მიზანია მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემების და მიზნების შესახებ, ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში ერთდროულად ტარდება გაკვეთილი მდგრადი განვთარების მიზნების შესახებ.
,,მსოფლიოში ყველაზე დიდი გაკვეთილის” ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გაიმჯობესონ გუნდური მუშაობის და სიტყვით გამოსვლის უნარები, ასევე ორგანიზატორებს და პარტნიორებს საშუალება ეძლევათ, მომავალ თაობას გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, რათა მომავალში ერთად უზრუნველყონ მდგრადი განვითარების პრობლემებზე მუშაობა და მათი მოგვარება.