2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლა ,,აკადემოსში“ შეიქმნა ,,მეწარმეთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა, დააფინანსოს პროექტი: სწავლება უფასოა , სახელმძღვანელოები და საჭირო ნივთები მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად.
ბიზნესის უნარ- ჩვევების პროგრამის დახმარებით სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები შეძლებენ, გამოიმუშაონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია , ლიდერობა, გუნდური მუშაობა, დაგეგმვა და ა.შ. ადრეულ ასაკში სამეწარმეო უნარების, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების შეთავაზებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან საშუალო განათლებისთვის და საბოლოოდ კი- სამუშაო გარემოსათვის, როდესაც ისინი საზოგადოებაში გავლენ ზრადასრულ ადამიანებად.
წარმოგიდგენთ სამუშაო პროცესს (ფოტოკოლაჟი).
სასწავლო წლის ბოლოს თითოეული კლასი განახორციელებს საკუთარ ბიზნეს გეგმას და მოეწყობა გამოფენა -გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი და ინვესტორი სკოლა ,,აკადემოსია“.
პროექტის ხელმძღვანელები:
ლელა ნოზაძე და ნონა გორგილაძე