სკოლა „აკადემოსი“ ჩაერთო პროექტში “ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ”. პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სკოლის მოსწავლეები მარიამ შარაშიძესთან ერთად თანასწორობის თემაზე აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში დღეს სკოლაში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და იდეები, რომელსაც მომდევნო თვეების განმავლობაში განახორციელებენ.(პროექტი დაფინასებულია ორგანიზატორების მხრიდან)