ვინმემ რომ გვკითხოს, თქვენი ერთ-ერთი პირველი მოგონება რომელიაო, ალბათ თვალებს დავხუჭავთ და ფიქრი სკოლის მერხთან მიგვიყვანს. იქვე ახალ, ფერად წიგნსაც დავინახავთ, პატარა, ლამაზ ყვავილსაც და გაოცებით შევხედავთ ასო-ბგერათა ჯერ კიდევ უცნობ, გაურკვეველ სამყაროს…
ერთ მოგონებას მეორე მოჰყვება…გაგვახსენდება ჩვენი ,,დედაენა”- პირველად როგორ წავიკითხეთ შეცდომის გარეშე და როგორ ვახარეთ ეს ამბავი გარშემომყოფებს…
ჩვენი პირველი წერილიც გაგვახსენდება, მონდომებით რომ ვწერდით და გულისფანცქალით მიგვქონდა ადრესატამდე…
14 აპრილი დედაენის დღეა, ყველაზე ძვირფასი ამბების გახსენების დღე…დღე იმ ენისა, რომელმაც საუკუნეები გადმოლახა და მაინც ისეთივე ბრწყინვალე და ლამაზი დარჩა…
ეს დღე არც აკადემოსელებს გამორჩენიათ- დაამზადეს ხელნაწერი წიგნები, იქცნენ პატარა მსახიობებად და შექმნეს ამბავი, რომელსაც მომავალში აუცილებლად, აუცილებლად გაიხსენებენ…