შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული, კონკურსში გამარჯვებული პროექტის “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეების ჩართულობით” განხორციელდა პირველი ეტაპი.
1.პროექტში მონაწილე სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ ერთმანეთს, გაიცნეს პროექტის ხელმძღვანელი -ბიოქიმიის დოქტორი , თამრიკო ხობელია. მან და ქიმიის მასწავლებელმა (პროექტის თანახელმძღვანელი), ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატმა – თამარ რაზმაძემ მოსწავლეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა, ხანგრძლივობა, განსახორციელებელი ეტაპები და სამომავლო გეგმები.
პროექტში ჩართული აკადემოსელები არიან:
ნინი ხავთასი
ნია გადელია
სოფიო ჯავახიშვილი
ანნა თომაშვილი