ამერიკის მიკრობიოლოგიის ასოციაციის (ASM) ახალგაზრდა ელჩების ვიზიტი აკადემოსში

“აკადემოსს” ამერიკის მიკრობიოლოგიის ასოციაციის (ASM) ახალგაზრდა ელჩები ალეკო კურდაძე და ვალერი დეკანაძე ესტუმრნენ.

მათ ჩაატარეს საინტერესო ლექცია, მოსწავლეებთან ერთად უხელმძღვანელეს პრაქტიკულ სესიას წყლის შემოწმების შესახებ.

მოსწავლეებმა გაიგეს, თუ როგორ მუშაობს ყოველდღიურობაში მიკრობიოლოგია.

ასევე, როგორც პროცესები, რომლებიც წყლის შემოწმებას უდევს საფუძვლად, ისე, მისი მასიური ზეგავლენა განუვითარებელ ქვეყნებთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და სოციუმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით .

შეხვედრა ჩატარდა ინგლისურს ენაზე .