სკოლა “აკადემოსის” თეატრალური სტუდიის მორიგი წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე, ესპანეთში! 🥳
ჩვენმა მოსწავლეებმა ფესტივალის ორგანიზატორებისა და ჟიურის წევრებისგან უდიდესი მოწონება დაიმსახურეს. თითოეული მათგანი დაჯილდოვდა დიპლომით ❤️
დიპლომი გადაეცა სკოლა აკადემოსის დირექტორ, ქ-ნ თამარ ჩანტლაძეს, მუსიკალურ ხელმძღვანელ ნატა ჩხაიძეს და რეჟისორ ლევან ლეჟავას.
დიპლომით დაჯილდოვდა თავად სკოლა და, გარდა ამისა, აკადემოსს გადაეცა ფულადი ვაუჩერი 🌸
მადლობა თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს ღირსეული გამოსვლის, ჩვენი სკოლისა და ქვეყნის ღირსეული წარდგენისათვის!
გილოცავთ! 🥳🥳❤️





