აკადემოსელების ვიზიტი კახეთში

ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში აკადემოსელები კოლეჯ “აისის” ეწვივნენ.

დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დახუნძლული: პატარებმა ნახეს თონის პურის გამოცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესი, მასპინძლები კი ტრადიციული ქართული კერძებით დაგვხვდნენ.

აკადემოსელებმა ძალიან ბევრი ითამაშეს, ირბინეს და მხიარულად გაატარეს ეს დღე.

მადლობა სკოლის დირექციასა და კოლეჯის ადმინისტრაციას კიდევ ერთი დღის გალამაზებისათვის.