ამაყად გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ოფიციალურად გახდა კემბრიჯის ავტორიზებული ცენტრი!
ეს სტატუსი ნიშნავს ხარისხის, სანდოობისა და საერთაშორისო სტანდარტების აღიარებას. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო განათლების საუკეთესო გარემოს შექმნა და ახლა უკვე ოფიციალურად ვხდებით იმ გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც მილიონობით მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას განვითარებისა და უკეთესი მომავლის შენებისთვის.
მადლობა ჩვენს გუნდს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ გზაზე თანადგომისთვის! ერთად ვქმნით მნიშვნელოვან ცვლილებებს.
