აკადემოსი:Cambridge-ის ავტორიზებული ცენტრი

🇬🇧 „აკადემოსმა“ კვლავ განიახლა Cambridge-ის ავტორიზებული ცენტრის სტატუსი!

სასიხარულო და საამაყო სიახლე გვაქვს — სკოლა „აკადემოსმა“ წარმატებით გაიარა Cambridge-ის ავტორიზებული ცენტრის ხელახალი დამტკიცების პროცესი (reapproval) და კვლავ შეინარჩუნა Cambridge-ის ავტორიზებული ცენტრის სტატუსი.

ეს სტატუსი მხოლოდ ერთხელ მიღებული აღიარება არ არის. მისი შენარჩუნება გულისხმობს, რომ სკოლა მუდმივად უნდა აკმაყოფილებდეს Cambridge International-ის მიერ განსაზღვრულ ხარისხის სტანდარტებს.

რას მოითხოვს Cambridge-ის სტატუსის შენარჩუნება?

🎯 სკოლის მისია და საგანმანათლებლო ღირებულებები — მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, საერთაშორისო ხედვის განვითარება და პოზიტიური ურთიერთობები.

👩‍🏫 მართვა და ლიდერობა — კვალიფიციური ხელმძღვანელობა, სკოლის განვითარების მკაფიო მიზნები, თვითშეფასება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება.

📚 სწავლებისა და სწავლის ხარისხი — შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები, სათანადო სასწავლო რესურსები, მოსწავლეთა შეფასების შედეგების მონიტორინგი და სწავლების მუდმივი გაუმჯობესება.

🏫 სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა — შესაბამისი სასწავლო რესურსები, სპეციალიზებული სივრცეები და Cambridge-ის საგამოცდო რეგულაციების დაცვა.

🛡️ სამართლებრივი და უსაფრთხოების მოთხოვნები — ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ბავშვთა დაცვისა და სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულება.

✨ ვაგრძელებთ განვითარებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ჩვენს მოსწავლეებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას! 🌍