ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ახალი სახეები, ცნობისმოყვარე თვალები და დიდი მოლოდონები, რომლებიც სასკოლო ცხოვრების დაწყებას უკავშირდება.

სკოლა ,,აკადემოსში” ახალი 2024-2025 სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყო.

საინტერესო დახვედრით განსაკუთრებით პირველკლასელებმა და მათმა მშობლებმა ისიამოვნეს.

კმაყოფილებას გამოხატავდნენ უფროსკლასელებიც, რომლებსაც სკოლის ახალი იერსახე ძალიან მოეწონათ და აღნიშნეს, რომ აკადემიური მიღწევის მხრივ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მიეცათ.

სკოლა ,,აკადემოსი” ულოცავს თავის სასკოლო საზოგადოებას ახალ სასწავლო წელს და წარმატებას უსურვებს!