სასკოლო პროექტის ,,ბავშვები უკეთესი მომავლით” ფარგლებში “აკადემოსის” მე -8 კლასის მოსწავლეები ნინი ხავთასი ,ნანუკა ბარდავაძე და ლიზი გრძელიძე 210-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, იქაურ მოსწავლეებს შეხვდნენ და ჩაუტარეს მათ უორკშოფი ბავშვთა უფლებების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სიტუაციები. მოეწყო დისკუსიაც. სკოლა ,,აკადემოსი” მადლობას უხდის 210-ე სკოლას, მის დირექციას და სამოქალაქო განათლების პედაგოგს მასპინძლობისთვის.