ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე “აკადემოსში”, ტრადიციულად, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა უდიდესი ხალისითა და ენთუზიაზმით ითამაშეს მხიარული სტარტები.
სკოლის მუსიკალური სტუდიისა და სპორტული ცეკვების სტუდიის ბავშვებმა საინტერესო ნომრები შემოგვთავაზეს.
ჩატარდა საფეხბურთო მატჩი “აკადემოსის” მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რომელიც ფრედ, 3-3 დასრულდა.
გარდა, ამისა, მოეწყო ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.