“აკადემოსის” მთელი გუნდი კიდევ ერთხელ შეეცადა ეს დღე ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული, ფერადი და შემეცნებითი ყოფილიყო. თუმცა ამ ამბების მთავარი გმირები თავად არიან..
დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათი მიზანი კი ერთი იყო _ ბედნიერი ღიმილი მოსწავლეების სახეზე
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ციცქნა, ნიჭიერი პატარები იღებდნენ მონაწილეობას
მხიარული პიკნიკი
ფოტოკონკურსი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი თვალით დანახული და აღქმული სამყაროს შესახებ გვიამბეს
გამორჩეული ფოტოსურათების ავტორები არიან:
თეკლა მეზვრიშვილი (V კლასი)
ლიკო კვეკვესკირი ( VII კლასი)
ელენე ბორცვაძე ( VIII კლასი)
ნახატების გამოფენა ჩვენმა მონაწილეებმა გაგვაოცეს ფერთა სიმრავლით, ორიგინალურობით, გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლებით აღსანიშნავია, რომ ნაშრომთა უმეტესობა ტილოზე იყო შესრულებული
და აი, ჩვენი გამარჯვებულებიც:
გიორგი ნარჩემაშვილი ( II ა კლასი)
ალექსანდრე კობახიძე ( II ა კლასი)
სოფია ღლონტი ( I ბ კლასი)
მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ჩვენი აქტიური მოსწავლეებიც, რომელთა ნამუშევრებმაც, ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს:
ანი ჩხაიძე ( მე-4 კლ.), მარიამ კაპანაძე ( მე-4 კლ.), ანასტასია ბელთაძე (მე-5 კლ.), ანასტასია ტრაპაიძე (მე-5 კლ.), ვახტანგ კვეკვესკირი (მე-5 კლ.), ანასტასია ფურცელაძე ( მე-2 ბ. კლ.), ანასტასია ბაღდოშვილი ( მე-3 კლ.) ილია ებრალიძე ( მე-7 კლ.) ლუკა თულაშვილი ( მე- 6 კლ.) და გეგა ხარებაშვილი (მე-6 კლ.).
ჭადრაკი
სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა ჭადრაკშიც, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. პირველკლასელებს შორის, საპრიზო სამეული ასე გამოიყურება:
იოანე ორბელაშვილი ( 1 ა კლასი)
ნიკოლოზ ბაღდოშვილი ( 1 გ კლასი)
სანდრო კერესელიძე ( 1 ა კლასი)
მეორე და მესამე კლასელებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ლუკა მაისურაძე ( II ა კლ.)
2. გაბრიელ რეხვიაშვილი ( II ბ კლ.)
3. ზუკა ხუციშვილი ( III კლასი)
რაც შეეხება მე-5, მე-6, მე-7 კლასელებს, ისინი ერთ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ, შედეგები კი ასეთია:
1. დიმიტრი ძიაპშიპა ( მე-7 კლ.)
2. ილია ებრალიძე ( მე-7 კლ.)
3. დემეტრე ვარდიაშვილი (მე-7 კლ.)
დღის ბოლოს ქალბატონმა ლილი მიქელაძემ მადლობის სიგელები გადასცა ამ შესანიშნავი დღის ორგანიზატორებს, ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს: ნატა ჩხაიხეს, მაია მერაბიშვილის , მარიამ ნიქაბაძესა და თათია ზენაიშვილს.