🥳 დაუვიწყარი 1 ივნისი სკოლა „აკადემოსში“! ☀️✨
დღეს ჩვენს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული და მხიარულება სუფევდა! 🥰 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „აკადემოსელებმა“ ზუსტად ისე აღვნიშნეთ, როგორც ჩვენს პატარებს შეეფერებათ — ფერადად, აქტიურად და პოზიტიურად! 🎉🎈
დღის განმავლობაში სკოლის ეზო ათასგვარმა საინტერესო აქტივობამ მოიცვა:
🏃♂️ მხიარული სტარტები — სადაც ბავშვებმა მაქსიმალური ენერგია და გუნდურობა გამოავლინეს!
🎶 მუსიკალური და ცეკვის ნომრები — ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა დღე მელოდიებითა და რიტმით აავსეს.
🎨 ხატვის წრის კონკურსი & ეკო-სახელოსნო — პატარებმა ულამაზესი ნახატები და საოცარი ხელნაკეთი ნივთები შექმნეს.
🧠🏓 ჭადრაკი და მაგიდის ტენისი — მათთვის, ვისაც სპორტული აზარტი და გონებრივი შეჯიბრებები იზიდავს.
🧚♀️ Face Painting — მე-10 კლასელებმა განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინეს და პატარებს სახეები საინტერესო, ფერადი ნახატებით მოუხატეს!
🏐 მასწავლებლების შეჯიბრი ფრენბურთში — დიახ, ჩვენმა პედაგოგებმაც არანაკლები აზარტით იასპარეზეს და მოსწავლეების დიდი ოვაციები დაიმსახურეს!
🧺 პიკნიკი სკოლის ეზოში — დღე კი მყუდრო, გემრიელი და მეგობრული პიკნიკით დავაგვირგვინეთ.
💬 ყველაზე დიდი ჯილდო კი ჩვენი მოსწავლეების ბედნიერი ღიმილი და კმაყოფილი სახეებია, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ანათებდნენ! 💖
გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! უსაზღვრო ბედნიერებას და მზიან მომავალს გისურვებთ, ჩვენო საყვარლებო! 🌟🎈







