სიახლეები

ეროვნული სასახლის მედიათეკის ნახატებისი კონკურსში

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ, ეროვნული სასახლის მედიათეკის შემოთავაზებულ ნახატების კონკურსში, რომელიც იმართება ქართული საბავშვო წიგნის დღის აღსანიშნავად – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს – 27 ოქტომბერს.
მიღებული კონკურსის მასალები გამოქვეყნდება დღეს, 23 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
კონკურსში გამარჯვებული 3 ნამუშევარი გამოვლინდება 27 ოქტომბერს Facebook მოწონებების (Like) საშუალებით.

ვრცლად

აკადემოსელების მორიგი წარმატება ქინგსის ოლიმპიადაზე

აკადემოსელების მორიგი წარმატება ქინგსის ოლიმპიადაზე
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები ტრადიციულად რამდენიმე საგანში იღებდნენ მონაწილეობას

ვრცლად

თათარაობა 2023

ტრადიციად ქცეული ,,თათარაობა” და დადებითი ემოციების ზღვა სკოლა აკადემოსის ულამაზეს ეზოში.
დღეს ჩვენმა სკოლამ, პატარები შემოდგომის ჯადოსნურ სამყაროში კიდევ ერთხელ ამოგზაურა და შემოქმედებითად მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.

ვრცლად

სკოლა “აკადემოსის” თვითმმართველობის ინიციატივა

სკოლა “აკადემოსის” თვითმმართველობამ გადაწყვიტა, არ დაერღვიოს სკოლის ტრადიცია და მათი გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს შორის პირველი, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში სტუმრობაა.

ვრცლად

ლიტერატურული კლუბი აქტიურად განაგრობს ფუნქციონირებას

ლიტერატურული კლუბი ისევ აქტიურად განაგრობს ფუნქციონირებას, წრე მოსწავლეებს უნერგავს კითხვის ჩვევებს

მათ უნდა განუვითარდეთ კითხვისადმი ინტერესი, რადგან ეს აუმჯობესებს მოსწავლეების ენობრივ უნარებს და მდიდარ ლექსიკას

ვრცლად

სკოლა “აკადემოსის” გასვლითი ღონისძიება კაჭრეთში

კახეთში შემოდგომა სხვა ფერია… განსაკუთრებით იგრძნობა ქართული სულისკვეთება,რასაც რთველი განაპირობებს.

რთველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ტრადიციაა, აკადემოსელებს კი ამ საინტერესო აქტივობაში ჩართვის საშუალება მოგვეცა. ყურძნის კრეფა მოწნული კალათებით, საწნახელში დაწურვა, ღვინის ქვევრებში გადატანა, ჩურჩხელების ამოვლება – ეს ყველაფერი უბრალო სამუშაო აღარ არის ხოლმე და დღესასწაულად კვალიფიცირდება.

ვრცლად

პირველკლასელების ექსკურსია მცხეთაში

პირველი ექსკურსია მცხეთაში, ჩვენი პატარა აკადემოსელებისთვის და მათი მშობლებისთვის ნამდვილად დაუვიწყარ ემოციად დარჩება.

გასვლითი ტურის მიზანი იყო, მშობლებისა და პედაგოგების დაახლოება, პატარებთან ერთად სხვადასხვა მხიარულ თამაშში აქტიურობა. განსაკუთრებით მისასალმებელია მამების, სკოლის სახალისო ღონისძიებებში მონაწილეობის, ინტერესი.

როგორც ვიცით ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია მშობლების მაღალი ჩართულობა და ხარისხიანი ურთიერთობა პედაგოგებთან. სკოლა “აკადემოსი” კი მიზნობრივად, მუდმივად აუმჯობესებს და ამარტივებს კომუნიკაციას.

ვრცლად

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შემოგვთავაზა არაჩვეულებრივი სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც ილიაუნის ეზოში ჩატარდა. 

ვრცლად

სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა

სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა, რომლის ბაზაზეც, საზღვარგარეთ სწასვლის გაგრძელების მსურველებს, SAT-ის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. გამოცდა სისტემატიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 5 სკოლაში. ეს წინგადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი სკოლის განათლების პროგრესისათვის.

ვრცლად

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა სკოლა “აკადემოსში”

სკოლა „აკადემოსი“ გახდა პირველი კერძო სკოლა საქართველოში, სადაც დაინერგა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა.

USAID -ის მხარდაჭერით, მრავალშრიანი მხარდამჭერის სისტემის დანერგვა დაიწყო. სისტემა იყოფა სამ ძირითა შრედ.

ვრცლად