ექსკურსია რაბათში

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები რაბათში იმყოფებოდნენ, რომელიც საქართველოში, ისტორიულ მესხეთში, ქალაქ ახალციხეში  მდებარეობს. 
მოგეხსენებათ, რომ რაბათის ციხე დიდი ისტორიის მატარებელია, იგი რამდენიმე საუკუნის წინ სამცხის მთავარ ქალაქს და ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. რაბათი დღემდე გამორჩეულია არქიტექტურითა და დიდებულებით.