ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სტუმრობა სკოლა ,,აკადემოსში“

ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სტუმრობა სკოლა ,,აკადემოსში“
ესპანეთში, საფრანგეთში , იტალიასა და ინგლისში (ტულუზა, პარიზი,ბარსელონა,ლონდონი. კასაბლანკა, რომი, მილანი) არსებული სამმაგი აკრედიტაციის მქონე tbs-ის და UNIVERSITA CATTOLICA del sacro cuore-ს წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია(სამმაგი აკრედიტაცია მსოფლიოში არსებული ბიზნეს ინსტიტუტების მხოლოდ 1% აქვს) და ჩვენს მოსწავლეებს შესთავაზეს საინტერესო პროგრამები მათი უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტზე( ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, საავიაციო, სამედიცინო, დიზაინი და სხვ.). საბაკალავრო პროგრამა სამწლიანია, სამაგისტრო- 1 ან 2-წლიანი 100%-იანი დაფინანსებით.
სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოსამზადებელი ეტაპის გარეშე, სათანადო დოკუმენტაციის საშუალებით და ტესტირებით აკადემიურ უნარებში აგრეთვე გასაურება სკაიპით, მისაღები გამოცდები ჩააბარონ შემოთავაზებული უნივერსიტეტების ნებისმიერ ფაკულტეტზე. წარმატებული სტუდენტები ისარგებლებენ გრანტით (10% 25% 50%… ) . ასევე აბიტურიენტი არ იზღუდება არჩევანისას და საშუალება აქვს, საქართველოშიც ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შემდეგ გადაწყვიტოს, სად გააგრძელოს სწავლა.
განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ უნივერსიტეტების წარმომადგენლობა საქართველოში ჩამოიყვანა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი ჩემინავამ, რომლის სურვილია, სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიონ საერთაშორისო სარბიელზე. ჩვენ ვაფასებთ გიორგის დამოკიდებულებას, ზრუნვას და მადლობას ვუხდით ყურადღებისთვის.