FCE გამოცდების შედეგები

FCE გამოცდების შედეგები ცნობილია!

გამოცდაზე რეგისტრირებულმა ცამეტივე აკადემოსელმა წარმატებით ჩააბარა Cambridge FCE (B2 First) საერთაშორისო გამოცდა. მათგან 5-მა C1 დონე დაადასტურა, ხოლო დანარჩენებმა Grade B და Grade C.

ეს შედეგები არის მიზანმიმართული შრომის, უწყვეტი განვითარების, მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და იმ თანამშრომლობის შედეგი, რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით აკადემოსის მასწავლებლებს, სალომე ჭიპაშვილსა და ვაჟა ნაჭყებიას, რომელთა პროფესიონალიზმი, გამოცდილება, თავდადება და თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური ზრუნვა ამ წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას, მადლობას ვუხდით მშობლებს ნდობისთვის და გვჯერა, რომ ეს შედეგი კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო დიდი მიზნებისკენ.

ვამაყობთ თქვენით!