ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

გაეროს გენერალური ასამბლეას მიერ დაწესებული _ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 25 ნოემბერია. გაეროს მიზანი, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა, რომ ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად ხდებიან მსხვერპლნი და უმეტეს შემთხვევაში დანაშაული დამალული რჩება.

#არადუმილს #არაძალადობას
ამ დღისთვის ისევ გაერთიანდნენ პატარა აკადემოსელები, მათი ნამუშევრები იმის მაჩვენებელია, რომ ახალი თაობა კეთილ მხარეს ირჩევს და ბრძოლა მხოლოდ სიკეთისთვის ღირს.