საინტერესო პროექტებში ჩვენს მოსწავლეებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა. ამჯერად ორგანიზაცია Georgian youth for Europe -მა შემოგვთავაზა მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეკოლოგიის საკითხების განხილვასა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას ითვალისწინებს.
ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასელები მიემგზავრებიან 1 კვირით ბალტიისპირეთში, კერძოდ, ესტონეთში (Georgian youth for Europe ორგანიზაციის სრული დაფინანსებით), სადაც უცხოელ ახალგაზრდებთან ერთად იმუშავებენ ზღვის დაბინძურების საკითხებზე(საკომუნიკაციო და სამუშაო ენა-ინგლისური)
• მიწვეული ქვეყნები და წარმომადგენლები: საქართველო, ხორვატია, ესტონეთი;
• საქართველოდან – სკოლა ,,აკადემოსი“;
• მოსწავლეები: გვანცა თულაშვილი, ნინო გოგიბერიძე, მზია მეზვრიშვილი (XI კლასი).
• ასევე ივიკო ჩუბინიძე; გივიკო ბაბლიძე; ლერი მაღლაფერიძე.
• ჯგუფის ხელმძღვანელი: ხატია ბიბილური