მეექვსე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის შესავალ ნაწილში, წარმოდგენილია ასაკისათვის შესაფერისი ტექსტები, რომლებიც მიზანმიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეები ინტერესით ჩაერთონ ცოდნის მიღების პროცესში და მათთვის არ გახდეს მოსაბეზრებელი სწავლა. ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი უმთავრესი მიდგომაა სწავლის პროცესის მაქსიმალურად შემოქმედებითად წარმართვა, ისეთი საინტერესო ტექსტი კი, როგორიც ლევან გოთუას – ,,ქვის დედაენაა”ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა!
ტექსტი მოგვითხრობს ისტორიული წარსულის შესახებ, სადაც წიგნიერებისა და სწავლის მნიშვნელობა ისეთივე აქტუალურია, როგორც დღეს!
მოთხრობის გაცნობისას ვიმუშავეთ ტექსტის დეტალების დაკვირვებაზე, თავებისა და ქვეთავების დასათაურებაზე, გავეცანით საინტერესო ილუსტრაციებს!
ნაწარმოების ბოლოს კი მოთხრობას შევურჩიეთ ყდა. ყველა მოსწავლის ნამუშევარი კარგად ასახავს მათი დაკვირვებისა და შესაბამისობის დადგენის უნარს!
ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ვიზუალიზაცია წაკითხულისა და წარმოსახულისა, განსაკუთრებით ალამაზებს, ამყარებს შესწავლილს!
პედაგოგი: მარი დონდოლაძე