ტრადიციული სიახლეები სკოლა ,,აკადემოსში” 2024-2025 სასწავლო წლიდან.
✅IB სასწავლო პროგრამის საგნები- დაწყებითი PYP, საბაზო MYP.
✅განახლებული ინფრასტრუქტურა.
საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული IB პროგრამის საგნებს 2024-2025 სასწავლო წლიდან უკვე სკოლა ,,აკადემოსიც” უერთდება, რაც მოსწავლეებს შემოქმედებითად მრავალფეროვან აქტივობებს და 21-ე საუკუნის უნარების შესაბამის სასწავლო პროცესს სთავაზობს.
აღნიშული პროგრამის საგნები უშუალოდ IB- კურიკულუმს ეყრდნობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს კრიტიკულად მოაზროვნე და 21-ე საუკუნის შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებას.
IB ფარგლებში სკოლა ,,აკადემოსი” (დაწყებითი PYP, საბაზო MYP ) მოსწავლეებს STEM-ის საგნებსა და მეცნიერებაში (Science) ძალიან მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას შესთავაზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ STEM-ის საგნების სწავლება (ქართულ -ინგლისურ ენებზე) , მათემატიკა ქართულ, ხოლო მეცნიერება (Science) – ინგლისურ ენაზე წარიმართება, რაც მოსწავლეებს სკოლა ,,აკადემოსში” დანერგილ სხვა მრავალფეროვან პროგრამებთან ერთად საერთაშორისო ასპარეზის ფანჯარას გაუხსნის.
🏫 2024-2025 სასწავლო წელს კიდევ ერთი მნიშნელოვანი სიახლე განახლებული ინფრასტრუქტურა იქნება, რაც მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შეთავაზებას გულისხმობს.