IB სასწავლო პროგრამა და განახლებული ინფრასტრუქტურა

ტრადიციული სიახლეები სკოლა ,,აკადემოსში” 2024-2025 სასწავლო წლიდან.

✅ IB სასწავლო პროგრამა. დაწებითი PYP, საბაზო MYP.

✅ განახლებული ინფრასტრუქტურა.

საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული IB პროგრამას 2024-2025 სასწავლო წლიდან უკვე სკოლა ,,აკადემოსიც” უერთდება, რაც მოსწავლეებს შემოქმედებითად მრავალფეროვან აქტივობებს და 21-ე საუკუნის უნარების შესაბამის სასწავლო პროცესს სთავაზობს.

აღნიშული პროგრამა უშუალოდ IB- კურიკულუმს ეყრდნობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს კრიტიკულად მოაზროვნე და 21-ე საუკუნის შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებას.

IB ფარგლებში სკოლა ,,აკადემოსი” (დაწყებითი PYP, საბაზო MYP ) მოსწავლეებს STEM-ის საგნებსა და მეცნიერებაში (Science) ძალიან მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას შესთავაზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ STEM-ის საგნების სწავლება ქართულ, ხოლო მეცნიერება (Science) – ინგლისურ ენაზე წარიმართება, რაც მოსწავლეებს სკოლა ,,აკადემოსში” დანერგილ სხვა მრავალფეროვან პროგრამებთან ერთად საერთაშორისო ასპარეზის ფანჯარას გაუხსნის.

🏫 2024-2025 სასწავლო წელს კიდევ ერთი მნიშნელოვანი სიახლე განახლებული ინფრასტრუქტურა იქნება, რაც მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შეთავაზებას გულისხმობს.