ინტელექტუალური თამაშისა ‘’ტვინების ბრძოლა’’

დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა რეგიონალური ტური ინტელექტუალური თამაშისა ‘’ტვინების ბრძოლა’’, სადაც სკოლა ’’აკადემოსის‘’ სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პირველი ადგილი მოიპოვეს და გადაეცათ თასი, ყველა გუნდმა დაიმსახურა საზაფხულო ბანაკის დაფინანსება( 78ლ,56ლ, 48ლ, 35ლ). პარალელურად კი უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს, როგორც რეგიონალურ ტურზე(II ადგილი), ასევე ინგლისურენოვან ინტელეტუალურ თამაშში ’’ Quidditch’’ (ქვიდიჩი) და გადავიდნენ ფინალში.