International College Board-ის ავტორიზებული ცენტრი

SAT-ის გამოცდებისათვის მზადება დაიწყო!

როგორც უკვე ვიცით, სკოლა “აკადემოსი” მოხვდა, იმ ხუთ გამორჩეულ სკოლას შორის, რომლებიც International College Board-ის მიერ ავტორიზირებულ ცენტრად დასახელდა. SAT კი ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს – მაღალი შანსებით წარსდგნენ, ნებისმიერ საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლებელში.

SAT-ის გამოცდებისთვის მზადება დაწყებულია მათემატიკისა და ინგლისური ენის მიმართულებით.

მხოლოდ აკადემოსელებისთვის, სწავლა დაფინანსებულია სკოლის მიერ.

“აკადემოსში” დაკომპლექტდა SAT-ის მოსამზადებელი კურსები, რომელიც მოიცავს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივი მუშაობის პროცესს იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში გარანტირებული იყოს – მოსწავლეების წარმატება და პროგრესი.  შედეგად,

 _ რეკომენდაცია გაიცემა მოსწავლის სუსტ და ძლიერ უნარ-ჩვევებზე;

 _ კონცენტრირდება ის სფეროები, რომლებიც მომგებიანი იქნება დამატებითი სწავლების, პრაქტიკისა და პროგრესისათვის.