იზა ჩანტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

7 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.

“დიგიტალური ქართველოლოგიის” მესამე ტომი მიეძღვნა სკოლა “აკადემოსის” დამაარსებელ, პროფესორ იზოლდა (იზა) ჩანტლაძის ხსოვნას.

ქალბატონი იზა გახლდათ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის მედლის მფლობელი.

ჟურნალმა ახლახანს წარმატებით გაიარა საერთაშორისო რეგისტრაცია და შევიდა ERIH+ – ის ბაზაში.

განსაკუთრებული მადლობა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორ, ბ-ნ იოსტ გიპერტს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ, საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტ ქალბატონ მანანა თანდაშვილს, ორგანიზებისა და იდეის განხორციელებისათვის.

ქალბატონი იზა დღემდე ცოცხლობს და იცოცხლებს მანამ, სანამ ქართველოლოგია იარსებებს.