16 და 17 მარტს სკოლა „აკადემოსში“ მოსწავლეებს უტარდებათ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სიმულაცია.
სიმულაციის შედეგები აიტვირთება ცენტრის სპეციალურ პორტალზე და სწორედ ამ შედეგების საფუძველზე გადაწყდება, რომელი მოსწავლე დარეგისტრირდება ივნისში გასამართ ოფიციალურ გამოცდაზე.
შეგახსენებთ, რომ სკოლა „აკადემოსი“ კემბრიჯის ავტორიზებული ცენტრია, რაც ჩვენს მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოემზადონ და ჩააბარონ გამოცდები.
მოსწავლეები გადანაწილებულნი არიან შემდეგ ჯგუფებში:
KET
PET
FCE
წარმატებად ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

