სკოლა “აკადემოსთან” არსებული სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (preschool)
ხედვა და მისია
საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, პატარებს განუმტკიცოთ პოზიტიური ქცევის ნორმები. ბავშვს ხელი შევუწყოთ გახდეს დამოუკიდებელი, ადაპტირებული და სოციალურ-ემოციური ინტელექტის მქონე ინდივიდი, რომელიც შეძლებს წარმატებით დაიმკვიდროს თავი სოციალურ ცხოვრებაში.
მისია
ფრესქულის მისიაა – ბავშვი იყოს დაცული, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მისი უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა, ყველა ჩვენგანის პირდაპირი ვალდებულებაა.
აქტიურად ვმუშაობთ მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროგრამების გადახალისებას და თანამშრომლების გადამზადებას.