კიდევ ერთი მადლობის სიგელი სკოლა ,,აკადემოსს”(ქველმოქმედება)


2018 წლის 11 თებერვალს, 17 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით ,,ქველმოქმედთა დღე“, რომელსაც ატარებს დემოკრატული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრი.
ღონისძიებაზე ჯილდოვდებიან ფონდები, მეცენატები და ბიზნეს სექტორის წამომადგენლები წლის მანძილზე გაწეული ქველმოქმედებისათვის, მათ შორის სკოლა ,,აკადემოსი”.
პროექტის ფარგლებში დღის განმავლობაში იმართება სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები, ხოლო დასკვინთ ეტაპზე საქველმოქმედო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, მათ შორის ჩვენი სკოლის პატარების აქტიურობით.