სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია კინოფილმების გამოყენება,როგორც სასწავლო რესურსი, ამიტომ ჩვენი სკოლის თვითმართველობის ხელმძღვანელობით მოეწყო კინოფილმის “სასწაული მეშვიდე საკანში “ჩვენება. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას, გონებრივად ჩამორჩენილი მამისა და მისი საყვარელი შვილის შესახებ.
ფილმის ჩვენების მიზანი- მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმცია ,როგორ არ უნდა დაირღვას ადამიანის უფლებები,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე ნათლად ჩანს,როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება მშობელსა და შვილს შორის.
ფილმის დასრულების შემდეგ,გაიმართა დისკუსია,უნდა არსებობდეს თუ არა სიკვდილით დასჯა.