ლეო ანთაძე _ სტუმრად აკადემოსში

დღეს სკოლა აკადემოსში საინტერესო და ყველასთვის საყვარელ სტუმარს ვუმასპინძლეთ. ლეო ანთაძე, ქართველი მსახიობი, დასამახსოვრებელი როლებით ჩვენი აღსაზრდელების წინაშე მინისპექტაკლით წარდგა. ფრაგმენტები ნაწარმოებებიდან: ,,ბახტრიონი“, ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; იგავები: ,,ღამურა“, ,,ბუზი და ლომი“ . . . ისეთი საოცარი ინტონაციით, მანერითა და სიყვარულით წაიკითხა, რომ მოსწავლეები მთელი გულისყურით უსმენდნენ. დაუსვეს საინტერესო შეკითხვები და ბატონმა ლეომაც დიდი სიამოვნებით გაუზიარა მათ ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება, აღნიშნა ჩვენი მოსწავლეების ერუდიცია, გონიერება და ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება.ჩვენც წვლილი შევიტანეთ მისი 90 წლის იუბილეს აღნიშვნაში, ვუსურვეთ დიდხანს სიცოცხლე, შემოქმედებითი წარმატება და გამთლიანებული, ,,ლაშარის გორზე“ შემდგარი საქართველოს ბედნიერი მომავალი.