მადლობის სიგელი განათლების სამინისტროსგან

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და აღწევენ წარმატებას სხვადასხვა საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და ა.შ.

2025-2026 სასწავლო წელს, ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, ჩვენმა მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები დააფიქსირეს. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მე-8 კლასელმა აკადემოსელებმა, რომლებმაც უმაღლესი შედეგი საშუალო საფეხურის ტესტში აიღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან „აკადემოსმა“ მიიღო მადლობის სიგელი ინგლისური ენის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის.