ჩვენ შესახებ
„აკადემოსი“ 1999 წელს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლის მფლობელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა.
სკოლა 26 წლის განმავლობაში წარმატებით საქმიანობს სასკოლო საგანმანათლებლო სფეროში. დღეისათვის “აკადემოსი” სასწავლო პროცესის სამივე საფეხურზე წარმატებით არის წარმოდგენილი.
სკოლა არის SAT მოსამზადებელი და საგამოცდო ცენტრი, აგრეთვე, Cambridge პარტნიორი. ჩვენთან შესაძლებელია მომზადება KET, PET, FCE, IELTS, SAT, TOEFL გამოცდებისთვის. პირველივე კლასიდან ისწავლება IB პროგრამის საგნები.
სკოლა გამოირჩევა პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციით, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, საგნობრივი მრავალფეროვნებითა და მცირერიცხოვანი კლასებით.
“აკადემოსის” გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასწავლო, შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებების დაგეგმვასა და აქტივობებში მოსწავლეების ხარისხიან ჩართულობას. გამოირჩევა სკოლის თეატრალური სტუდია, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე-მის ფარგლებს გარეთ, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში.
გარდა ამისა, სკოლას აქვს ტელევიზია Akademos TV, ხელოვნების, ქართული ქორეოგრაფიის, მენტალური არითმეტიკის, ფეხბურთის, ხატვის, მუსიკალური სტუდიის წრეები.
სკოლის წარმატებული მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ როგორც საქართველოს, ისე – ამერიკისა თუ ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, 100%, 70% და 50%-იანი დაფინანსებით.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, ქვეყნის მასშტაბით თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.

იზა ჩანტლაძე
სკოლა ,,აკადემოსის” დაამარსებელი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი,
იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის ჯილდოს მფლობელი.
მართვა და სტრუქტურა
სკოლის მართვა ხორციელდება დირექციისა და პედსაბჭოს მიერ. სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ინტენსიურად თანამშრომლობს დირექციასთან და აქტიურადაა ჩართული სკოლის მართვის საკითხების გადაწყვეტაში.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას, ადმინისტრაციას, კვების სამსახურს, ტექნიკურ პერსონალს, სტრუქტურულ ერთეულებს და მასწავლებლებს.
დირექცია:

თამარ ჩანტლაძე
სკოლა “აკადემოსის” დირექტორი,
თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

გურამ ბენდიანიშვილი
სკოლა “აკადემოსის” დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

ლილი მიქელაძე – თულაშვილი
დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში,
უფროსი პედაგოგი რუსულ ენაში

დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
ადმინისტრაცია:
ადმინისტრაციული მენეჯერი,
საქმისმწარმოებელი,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ფინანსური მენეჯერი,
ბიბლიოთეკარი,
ექიმი,
ფსიქოლოგი,
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი,
სამეურნეო მენეჯერი,
იურისტი,
კვების სამსახური:
მზარეული,
ჭურჭლის მრეცხავი;
ტექნიკური პერსონალი:
დამლაგებელი,
უსაფრთხოების თანამშრომელი,
სტრუქტურულ ერთეულები:
პედაგოგიური საბჭო,
საგნობრივი კათედრები,
მოსწავლეთა თვითმმართველობა,
მასწავლებლები: საათობრივი ბადისა და დატვირთვის შესაბამისად
