მასტერშეფი-MASTERCHEF

გვიახლოვდება ახალი წელი. თითოეული კლასი თუ პედაგოგი ჩართულია ახალი წლის მზადების პროცესში. ყველა ცდილობს სასიამოვნო განწყობითა და დადებითი ემოციებით შეხვდეს ახალი წლის მოახლოებას.
ამასთან დაკავშირებით მე-9 კლასმა გადაწყვიტა “masterChef”-ი მოეწყო და მიუხედავად იმისა, რომ კლასში უმრავლესობა ვაჟები არიან, შესანიშნავად გაართვეს თავი კერძების მომზადებას. კენჭისყრის შედეგად გადანაწილდა კერძები.
საფინალო რიტუალი გახლდათ “secret santa”-ს თამაში.