დღეისათვის სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, რისთვისაც აუცილებელია პროფესიული კადრების ზოგადი და საგნობრივი კომპეტენციების (ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები/ღირებულებები) განვითარება. სკოლა “აკადემოსში“ პერმანენტულად ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. დირექტორის ინიციატივით და ხელშეწყობით სკოლაში მოქმედებს .
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის გეგმა(ყველა საგნობრიბი ჯგუფის მასწავლებლისთვის).. თვეში ერთხელ მიმდინარეობს გაკვეთილებზე დასწრებები, ხორციელდება მასწავლებელთა სისტემატური დაკვირვებები (საგაკვეთილო დროს) და ტრენინგები პედაგოგთა პროფესიული საჭიროების მიხედვით (მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით). სწორედ ეს სისტემატური ტრენინგები განაპირობებს უმაღლეს შედეგებს ეროვნულ გამოცდებსა თუ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებზე..
ინგლისურის პედაგოგები: ხატია ბიბილური, თამარ კვიციანი.