“მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეების ჩართულობით”-შეხვედრა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული, კონკურსში გამარჯვებული პროექტის “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეების ჩართულობით” განხორციელდა პირველი ეტაპი.

1.პროექტში მონაწილე სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ ერთმანეთს, გაიცნეს პროექტის ხელმძღვანელი -ბიოქიმიის დოქტორი , თამრიკო ხობელია. მან და ქიმიის მასწავლებელმა (პროექტის თანახელმძღვანელი), ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატმა – თამარ რაზმაძემ მოსწავლეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა, ხანგრძლივობა, განსახორციელებელი ეტაპები და სამომავლო გეგმები.

პროექტში ჩართული აკადემოსელები არიან:  

ნინი ხავთასი

ნია გადელია

სოფიო ჯავახიშვილი

ანნა თომაშვილი