მენტალური არითმეტიკა

სკოლა “აკადემოსში” მენტალური არითმეტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წრეა. როგორც ვიცით ის არის სახალისო და ძალიან ეფექტური მეთოდი ბავშვის ინტელექტისა და ლოგიკის განვითარებისთვის. ის გამოირჩევა ჩვეულებრივი არითმეტიკისაგან, რომლებიც სკოლაში ისწავლება. ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები მენტალურ მათემატიკას მუსიკას ადარებენ – “როდესაც ჩვენ შევიყვანთ ბავშვს მუსიკაზე, ის ჯერ ნოტებს ხედავს და თითოეულ სიმბოლოს შეისწავლის შემდეგ კი კლავიშებზე გადააქვს და მელოდიას ქმნის.” ​ასე ხდება მენტალურ არითმეტიკაშიც, სორობანი (იგივე აბაკუსი) წარმოადგენს საანგარიშო მოწყობილობას, რომლის კოჭებიც შეგვიძლია ფორტეპიანოს კლავიშებს შევადაროთ. ისინი ხედავენ კოჭების განლაგებას, ნეირონული კავშირით, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები მუშაობენ, ამის შედეგად კი აბაკუსზე მიღებულ პასუხს ბავშვი არაბული ციფრებით წერს, ეს ყველაფერი კი ძალიან სწრაფად ხდება.

მენტალური არითმეტიკის მეთოდი საქართველოში ახალი დანერგილია აკადემოსი კი, როგორც ყოველთვის მსგავსი სიახლეების შემოთავაზებას მიესალმება.