მოსწავლეების მიერ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის დასუფთავება


მოხალისეობა – აქტივობა, რომელიც ბავშვებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლის. ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში გადაწყვიტეს მოხალისეობრივი აქცია გაემართათ და დიღმის ტყე-პარკი დაესუფთავებინათ. შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვილმა აქტიურმა მოსწავლეებმა მთელი ტყე-პარკი ნარჩენებისგან დაასუფთავა. ცნობისთვის, პოლიეთილენის პარკს გარემოში დაშლა/გახრწნისთვის 500-მდე წელი სჭირდება. თუნუქის ქილებს – 100-მდე წელი; მინის ჭურჭელს – 4000-მდე წელი. მოსწავლეებმა სწორედ აღნიშნული ნარჩენებისგან გაათავისუფლეს ტყე. ბავშვები თავიანთი შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ. აქცია სამოქალაქო განათლების პედაგოგის, თამთა ჯიჯავაძის ორგანიზებით ჩატარდა.