მოსწავლეების ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარ ,,ლაზარეთში”

წინასაახალწლო ქველმოქმედება და უფროსი თაობისადმი გამოვლენილი მზრუნველობის მაგალითი სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეების მხრიდან. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ მოხუცთა თავშესაფარ ,,ლაზარეთის” ბენეფიციარებს წინასაახალწლოდ ტკბილეული გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ვიზიტის დროს მათ ბენეფიციარებისგან საჭირო რჩევა-დარიგებები და საინტერესო თავგადასავლები მოისმინეს. თავის მხრივ კი სითბო, ჩახუტება და დადებითი განწყობა არ დაიშურეს, რამაც მოხუცებში ემოციები გამოიწვია. ვიზიტის დასასრულს თავშესაფრის წინამძღვარმა დედა ელენემ მოსწავლეები დალოცა და კეთილი საქმისთვის მადლობა გადაუხადა. სკოლა ,,აკადემოსს” კი სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

დიდი მადლობა, პროექტის ორგანიზებისთვის აკადემოსის პედაგოგს თათია ზენაიშვილს.