მოწვევა სან-რემოს საერთაშორისო ფესტივალზე

სკოლა ,,აკადემოსის”თეატრალური თუ მუსიკალური სტუდიის წევრები არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებულები. პარიზი, ბულგარეთი, პეტერბურგი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.

ამჯერად, პანდემიური შესვენების შემდეგ, სკოლამ ისევ მიიღო მოწვევა სან-რემოს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც აკადემოსელები წარსდგებიან ფოლკლორული კომპოზიციებით. (22-27 აპრილი.) ვოკალის პედაგოგი ნატა ჩხაიძე, ქორეოგრაფი ზაზა ბიბილეიშვილი.