მსახიობი თათული ედიშერაშვილის სტუმრობა

პროექტის ,,არაფორმალური განათლება” ფარგლებში ჩვენს სკოლას ყველასათვის საყვარელი მსახიობი თათული ედიშერაშვილი ესტუმრა, რომელმაც მაყურებელს სერიალიდან ,,შუა ქალაქში” თამარ ღლონტის პერსონაჟით დაამახსოვრა თავი. მსახიობმა გულწრფელად უპასუხა მოსწავეთა მიერ დასმულ შეკითხვებს და მსახიობის პროფესიის შესახებ ამომწურავად ისაუბრა. საუბარი აგრეთვე შეეხო პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან ფაქტორებს. მსახიობის თქმით წარმატების მისაღწევად სწორი პროფესიული ორიენტაციის არჩევა და საკუთარი უნარების ობიექტურად შეფასებაა მნიშვნელოვანი.
გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიებს კიდევ უფრო ახლოდან გააცნობს და სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. დიდი მადლობა ქ-ნ თათულის სტუმრობისათვის .