პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! მიუხედავად პანდემიური სიტუაციისა და შეზღუდვებისა, სკოლა ,,აკადემოსის’’ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ჩვენი მოსწავლეებისთვის გაეხალისებინა და გაეფერადებინა აღნიშნული დღე.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა, პიკნიკი ღია ცის ქვეშ,-გაზაფხულის სურნელით თავბრუდამხვევ ჩვენს ეზოში, რომელიც მოხატული იყო, ასევე, ჩვენი მოსწავლეების მიერ. დღის კულმინაციური ნაწილი კი განსაკუთრებით სახალისო და აქტიური აღმოჩნდა. გაიმართა რამდენიმე სპორტული შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა.

ბავშვების ემოციები და განწყობა კარგად არის აღბეჭდილი ფოტოებზეც.

ასე აღინიშნა ჩვენს სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე. ბავშვებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ! ლაღ და ღიმილიან ბავშვობას გისურვებთ! დიდი მადლობა ყველა პედაგოგს ბავშვების გახარებისათვის.