პირველი ექსკურსია მცხეთაში, ჩვენი პატარა აკადემოსელებისთვის და მათი მშობლებისთვის ნამდვილად დაუვიწყარ ემოციად დარჩება.
გასვლითი ტურის მიზანი იყო, მშობლებისა და პედაგოგების დაახლოება, პატარებთან ერთად სხვადასხვა მხიარულ თამაშში აქტიურობა. განსაკუთრებით მისასალმებელია მამების, სკოლის სახალისო ღონისძიებებში მონაწილეობის, ინტერესი.
როგორც ვიცით ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია მშობლების მაღალი ჩართულობა და ხარისხიანი ურთიერთობა პედაგოგებთან. სკოლა “აკადემოსი” კი მიზნობრივად, მუდმივად აუმჯობესებს და ამარტივებს კომუნიკაციას.