პროექტი – კორონავირუსის გავრცელების პრევენცია

გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტიორობით ახალი პროექტი იწყება მოხალისე მოზარდებისთვის, რომელშიც ჩართულია სკოლა ,,აკადემოსი”.

პროექტის მიზანია მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია. პროექტი განხორციელდება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, სადაც მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს დააფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა კი ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზება იქნება. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და ღონისძიებებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.