პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი შეხვედრა სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებთან საგნის არაფორმალური სპეციფიკიდან გამომდინარე სწორედ არაფორმალურ გარემოში გაიმართა. ბავშვები გაეცნენ ჰოლანდიის ტიპოლოგიასა და კლიმოვის კლასიფიკაციას, რაც მათ დაეხმარა საკუთარი პიროვნული მახასიათებლების უკეთ გააზრებასა და სხვადასხვა პროფესიებთან კავშირების დადგენაში. შეხვედრამ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია, რაც ნიშნავს იმას, რომ არაფორმალური განათლების ეს მიმართულება სკოლა ,,აკადემოსში” მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ფორმალური განათლების პარალელურად.