დიდი ხანია სკოლა “აკადემოსის” დირექცია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საშუალებას იძლევა თითოეულმა ჩვენმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში (London, New York, Kiev) ან გაეროს პროექტით გაემგზავრონ კონფერენციაზე დასასწრებად.
2014 წლის სექტემბრიდან, როგორც ცნობილია სკოლაში დაინერგა “TPE YOUNG LERNER’S” პროგრამა, სწორედ ამ პროგრამის ქართველ ორგანიზატორებთან თანამშრომლობის გზით სკოლის დირექციას საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) სასწავლებლად გაუშვას წარმატებული მოსწავლეები (100%-იანი და 70%-იანი დაფინანსებით-საშუალო საფეხური).
HMC-ს სრული დაფინანსება გათვლილია მათთვის, ვის მშობელსაც არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა სრულად დაფაროს დიდ ბრიტანეთში სწავლის საფასური.
HMC Project სტიპენდია ერთ წელზეა გათვლილი და წარმატებული სწავლის შემთხვევაში ლონდონის კოლეჯის დირექცია მოსწავლეს დააფინანსებს მომდევნო წელსაც, რის შედეგადაც მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს კონკრეტული კოლეჯის ატესტატი.
ამ პროექტში გამარჯვებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება 2015 წლის 28 აგვისტოს.