ჩვენი მიზანი მაღალზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ცდილობს დაიცვას გარკვეული პრინციპები და განავითაროს სასწავლო და შემოქმედებითი შესაძლებლობები.
სკოლა „აკადემოსის“ უპირატესობა გამოცდილებაა, რომელიც უკვე 24 წელს ითვლის და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, რომელთა დაუზარელი შრომის შედეგი აკადემოსელების წარმატებაა.
სკოლა „აკადემოსი“ გამოირჩევა, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით, რის შედეგადაც აკადემოსელებს ეძლევათ, შესაძლებლობა საერთაშორისო მასშტაბით მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდენენ.
სკოლა წარმოადგენს TOEFL-ის ამბასადორს. რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის აკადემოსს. მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია TOEFL-ის ტესტები, ევროპისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.
საქართველოში International College Board-ის მიერ ავტორიზებულ ცენტრად, მხოლოდ რამოდენიმე სკოლა დასახელდა, მათ შორის „აკადემოსიც“ მოხვდა. შედეგად კი მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მოსწავლეებს, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროგრამა SAT შევთავაზოთ. SAT ინგლისურ ენოვანი საერთაშორისო გამოცდაა, რომელიც საშუალებას აძლებს მოსწავლეს მოხვდეს მსოფლიოში წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, 100% გრანტით. თითოეული აკადემოსელის გამოცდებისთვის მზადებას კი სკოლა სრულად აფინანსებს.
აკადემოსელები ხშირად მონაწილეობენ, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ პროექტებში, მოგზაურობენ და ეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურას, ხელოვნებასა და არქიტექტურას. გლობალიზაციამ შეცვალა სამყარო, აკადემოსი კი განვითარებისთვის აუცილებელ სიახლეებს ყოველთვის მიესალმება. მოსწავლეები ევროპის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო აქტივობებთან ერთად, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაშიც იღებენ მონაწილეობას. მსგავსმა პროექტებმა კი განაპირობა – მრავალი დაგეგმილი მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, ესპანეთსა და სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
სკოლა „აკადემოსის“ საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა, თავის მხრივ უცხო ენის მაღალ დონეზე სწავლებამაც განაპირობა. ისწვლება – როგორც ინგლისური, ასევე იტალიური, ფრანგული (2023-2024 სასწავლო წლიდან) და რუსული ენები.
მოსწავლეების წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, პედაგოგთან ხშირი კომუნიკაციაა, რასაც მცირერიცხოვანი კლასები (10-14 მოსწავლე კლასში) განაპირობებს.
სკოლა აკადემოსში არსებობს კლასგარეშე, არაფორმალური სწავლების წრეები, რომლებიც თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს და დიდი წარმატებით ფუნქციონირებს.
- მენტალური არითეტიკა;
- ქორეოგრაფიული სტუდია;
- მუსიკალური ოთხწლედი;
- ჭადრაკის წრე;
- ფერწერის წრე;
- სპორტული ცეკვების წრე;
- სიმღერის წრე;
- თეატრალური წრე;
- ფეხბურთი;
- კარატე;
- ლიტერატურული სალონი;
- მითოლოგიის წრე;
- რობოტიკა;
- დებატების სკოლა;
- მათემატიკური წრე;
- მე-12 კლასში სააბიტურიენტო საათები.
აკადემოსში მოქმედებს მშობელზე მორგებული გადახდის სისტემა. სკოლაში ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით. ასევე გვაქვს შიდა სასკოლო გრანტი (50%, 70%, 100%) იმისათვის, რომ ყველა მსურველს შეეძლოს აკადემოსში სწავლა.
სკოლას აქვს განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსწავლეთათვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს ქმნის.