საახალწლო გამოფენა-გაყიდვა აკადემოსში

სკოლა “აკადემოსში” ტრადიციული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები. თითოეულ კლასს ჰყავდა ფინანსური მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და კონსულტანტი.

პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა სანტა კლაუსის საახალწლო მიმართვას უყურეს, მისგან წერილები მიიღეს და ხმამაღლა წაგვიკითხეს. შემდგომ კი უშუალოდ სანტას შეეგებნენ და დასაჩუქრდნენ კიდეც

თითოეული კლასის მიერ შეგროვებულ თანხას მოსწავლეები თავად გამოიყენებენ მომდევნო სემესტრში.

სკოლის კაფეტერიაში შემოსული თანხა კი გადაირიცხა მოხუცებულთა სახლისთვის

მადლობა მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის!