საახალწლო გამოფენა

ბიზნეს უნარებისა და მარკეტინგული შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაჩინო მაგალითი დღეს აკდემოსელებმა სკოლაში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მოწვეულ მშობლებსა და  აღმზრდელ პედაგოგებს აჩვენეს. საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და გემრიელი ტკბილეული. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით ფუნქციების დელეგირებაზე თავიდანვე იზრუნეს და გაყიდვების კონსულტანტებისა და მოლარეების როლები წარმატებით მოირგეს. მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის ანალიზი უნარები, კრეატიულობა, მოციური ინტელექტი, კრიტიკული აზროვნება და ადაპტირება, ეს იმ შესაძლებლობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც არაფორმალური განათლების გარგლებში სასკლო სამეწარმეო საქმიანობა იძლევა. დღევანდელი გამოფენა-გაყიდვის მიზანიც სწორედ ფინანსური წიგნიერების უნარის განვითარება გახლდათ, რაც 21-ე საუკუნის უნარებს ეხმიანება და მოსწავლეს არსებულ შრომით ბაზარზე კონკურტენტუნარიან პიროვნებად აყალიბებს. თავიანთი შვილების შემოქმედებით კმაყოფილი იყვნენ მშობლებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობების არსებობა ძალიან მნიშნელოვანია მოსწავლეებში.